დღეს შევისწავლეთ თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად . ასევე ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის მისამართების მითითება.
შევქმენი მოსწავლის ნიმუში ბუკლეტის სახით.
ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება და ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, თუ ვისთვის მზადდება ეს პუბლიკაცია. ჩემი პუბლიკაცია მოსწავლეებს აცნობს ინფორმაციას მოსამზადებელი პროექტის შესახებ.
პირველ დღეს ძალიან საინტერესო თემებს გავეცანი. უპირველესად შევიტყვე თუ რას ეძღვნება ეს ტრენინგი. ვისწავლე ბლოგის შექმნა, მასზე ინფორმაციის დადება და გამოქვეყნება.